RSS

About Georgia

სვანეთი


                              სვანეთი

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილშიკავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთითლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთითაფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი.  3000-5000  მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 ), თეთნულდი (4 974 ), შოთა რუსთაველი (4 960 ), უშბა (4 710 ), აილამა (4 525 ), ლალვერილაცგა და სხვა.
იყოფა ზემო (მდინარეების ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთადცხენისწყლის ზემოწელი). მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარი (უღელტეხილით). ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. სულ ზემო სვანეთში 13 თემი იყო:ქვემო სვანეთს შეადგენს ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (ცაგერის) სიახლოვეს. ქვემო სვანეთი ლეჩხუმითურთ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან შედიოდა სამეგრელოს დადიანების მფლობელობაში, ამიტომ ის სადადიანო სვანეთადაც არის ცნობილი. ცნობები ქვემო სვანეთის ანუ სადადიანო სვანეთის ძეგლების შესახებ იხ. ბროსსე, და გრაფიანია უვაროვისა: მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა, . X. ქვემოდ, სადაც ამ ავტორებს ვიხსენებთ, ეს მათი წიგნები იგულისხმება. 1910 წელს . თაყაიშვილის სვანეთში ექსპედიციის დროს, ქვემო სვანეთი შეიცადა სულ სამ თემს: ლენტეხისა, ჩოლურისა და ლაშხეთისა

                                                        უშგული
უშგული მდებარეობს შხარას ძირას.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიას და ლენტეხს.1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ.ამჟამად თემში 70  კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს,ენგურის სათავესთან მოდი მინერალური წყალი. უშგულის  თემის ერთ-ერთი სოფელი,ჩაჟამში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლია.ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები.მათი რაოდენობა ამჟამად 30 ია. უშგულის ლამარია,არქეოლოგიური მუზეუმი,თამარ მეფის საზაფხულო სა საზამთრო კოშკები,მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ ჩვიბიანში,წმ.გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანში,წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია სოფელ მურყმელში.





                                  
                       მდინარე  ენგური
მდინარე ენგური დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის (სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის) მიჯნაზე მიედინება. იგი სათავეს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2614 მეტრზე იღებს.
მდინარე შავ ზღვას სოფელ ანაკლიასთან უერთდება. იგი არ გამოირჩევა დიდი სიგრძით (213 კმ), თუმცა მისი ვარდნისა და წყლის ხარჯის მაჩვენებლები შთამბეჭდავი და გამორჩეულია ევროპაში. ენგურის ხეობის ცალკეული მონაკვეთები კანიონისებრი და მკვეთრი დახრილობისაა, სადაც მდინარე დიდ სიჩქარებს აღწევს. ზოგან (მდ. თხეიში, მარჯვენა შენაკადი) ვარდნის მაჩვენებელი 117 მეტრსაც აღწევს, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მდ. ენგურის წყალშემკრებ აუზს საქართველოში ენერგეტიკული





სვანეთის განუმეორებელი მწვერვალები
სვანეთი მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, მდინარე ენგურისა და ცხენისწყლის ზემო დინების აუზში მდებარეობს.
სვანეთის ბუნება, ისტორია და კულტურა განუმეორებელია, რის გამოც მას მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს. სვანეთის მშვენებაა ცენტრალური კავკასიონი, რომელზეც რამდენიმე ულამაზესი მწვერვალია. მწვერვალი თეთნულდი მდ. ენგურის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4 853 მეტრია. მასზე რამდენიმე მყინვარი იღებს სათავეს, რაც განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. სვანურადთეთნე“, „თვენთეთეთრს ნიშნავს, ხოლოულდმოფერებითი სუფიქსია. მწვერვალი უშბა ზღვის დონიდან 4700 მეტრზე მდებარეობს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. ჩრდილო ნაწილი სამხრეთისაზე 10 მეტრით მაღალია. უშბა კავკასიასა და ევროპაში ყველაზე ძნელად დასაძლევი მწვერვალია. ალპინისტებმა სირთულის მიხედვით იგი მსოფლიოს 100 ურთულეს მწვერვალთა სიაში შეიტანეს. სვანურად "უშბა"  - „ქარიშხლიან მთასნიშნავს, რაც ადასტურებს მისი ბუნებრივი გარემოს სიმკაცრეს. მას მრავალი თქმულება უკავშირდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ქალღმერთ დალის და მონადირე ბეთქილის ტრაგიკულ ურთიერთობას ასახავს. შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. იგი ზღვის დონიდან 5201 მეტრზე, ცენტრალური კავკასიონის ყველაზე მაღალ მონაკვეთზე - ბეზენგის კედელზე მდებარეობს. მას გეოგრაფები და ალპინისტებისვანეთის ალპებსუწოდებენ. იგი მყინვარებით და თოვლითაა დაფარული. სახელწოდებაშხარასვანურად "თეთრ ზოლს" ნიშნავს.

          უშგული, სვანური კოშკი
უშგული ზემო სვანეთის განაპირა მხარეა, რომელშიც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული. იგი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე წანერის ხეობაში (მდ.ენგურის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1600 - 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ მაჩვენებლით იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული ადგილია ევროპაში.
უშგული ქვაბულისებურ, კარგად დაცულ ხეობაში მდებარეობს. მისი მიდამოების რელიეფში გამოხატულია როგორც მდინარისპირა ჭალები და ტერასები, ისე დამრეცი და ციცაბო ფერდობები. ნალექების საშუალო რაოდენობა 1200 მმ- აღწევს, რაც ძალზე კომფორტულია არსებულ გეოგრაფიულ პირობებში. ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე დომინირებს სოჭნარ-წიფლნარი ტყეები, ხოლო სამხრეთისაზე _ მეორადი და სუბალპური მდელოები. უშგულის მიდამოებში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რაც ბუნებრივი პირობების კარგად გამოხატულ სიმაღლებრივ სარტყლურობას ექვემდებარება. განსაკუთრებით ეფექტურია შერეული ტყის ლანდშაფტი, რომლის ქვედა იარუსში მარადმწვანე კოლხური ქვეტყეა განვითარებული. მას ჯერ მაღალი მთის ტყის, შემდგომ კი სუბალპური და ალპური მდელოს, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები ცვლის. უშგულში შემორჩენილია XII საუკუნის ციხესიმაგრის ფრაგმენტები, რამდენიმე ეკლესია, სამ ათეულზე მეტი უძველესი ციხე-სახლი და საკულტო ნაგებობა. ციხე-სახლების გარკვეული ნაწილი უძველესი, IX-X საუკუნეების ძეგლია.
უშგული იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული. სვანური კოშკი სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა, რომელიც შედგება 4-6 სართულისგან და გადახურულია ორფერდა სახურავით. სვანურ კოშკს აშენებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით. მთლიანად კოშკის სიმაღლე 20-25 მეტრია. კოშკს შესასვლელი ძირითადად მეორე სართულზე აქვს. სართულები ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერში განლაგებული მოძრავი ხის კიბით. კოშკის ბოლო სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი, სათოფურებით. სვანური კოშკი დაკავშირებულია საცხოვრებელ ნაგებობასთან (მურყვამი) ან ცალკე დგას. სვანური ციხე-სახლი კოშკისგან განსხვავებით უფრო დაბალი და მასიურია, შედგება 3 სართულისგან. I სართული ადამიანთა საცხოვრებლად და საქონლის სადგომად გამოიყენება. II სართული სამეურნეო დანიშნულებისაა. III სართული ბანია და თავდაცვითი დანიშნულება აქვს (მაგ: ჩაჟაშის კოშკი). სვანეთში მდებარეობს .. "სიყვარულის კოშკი", რომელთანაც დაკავშირებულია ლეგენდა: წარჩინებული სვანი თავადის ქალიშვილს საქმრო ჰყოლია, რომელიც ომში წასასვლელად ემზადებოდა. ქალს პირობა დაუდია, არ გავთხოვდები, შენს ცოცხლად დაბრუნებას დაველოდებიო. ვაჟი ბრძოლის ველზე დაცემულა. ქალს არ სჯეროდა ვაჟის სიკვდილი და ელოდა. ეს ლოდინი რომ გაეიოლებინა, ქალის მამას გზის დასაწყისში კოშკი აუშენებია, სადაც ქალს მთელი ცხოვრება სატრფოს ლოდინში გაუტარებია.

                             თაშმიჯაბი
თაშმიჯაბი (ქართულად ნიშნავს მოხარშულ ყველს), ზემო სვანეთში შუშას და მერწვსაც ეძახიან კარტოფილის მდუღარე პიურეში ჩაზელილი ახალი ყველია, ამიტომაც მას ხშირად სვანურ ელარჯსაც უწოდებენ. ძნელია, მის დაგემოვნებაზე ვინმემ უარი თქვას. რა თქმა უნდა, უმჯობესია თაშმიჯაბი სვანეთის მთებში ყოფნისას გასინჯოთ.



                                 კუბდარი
კუბდარი მაგარ, კრაწუნა ცომში გახვეული ხორცის ნაჭრებია. ხორცი შეიძლება იყოს მხოლოდ საქონლის, ან შერეული ღორთან ერთად.  ხორცი წინასწარი იჭრება საშუალო ზომის ნაჭრებად და კარგად ზავდება სვანური სუნელებით, ნივრითა და ხახვით.
       
                             
                ჭვიშტაარ (ჭვიშტარი)  
ჭვიშდარი, ჭვიშტარი და ჭვიშტაარიროგორც გინდათ, მოიხსენიეთ. ეს ყველიანი მჭადებია, თითქმის თანაბარი ოდენობის მჭადის ფქვილი და სახაჭაპურე ყველი (დამტვრეული და არა დახეხილი) ერთმანეთში ერევა და კვერცხთან ერთად მოზელილი ცხელ ტაფაზე, როგორც წესი, ზეთში ცხვება. სასწაულად გემრიელია კიტრისა და პამიდვრის სალათთან ერთად.


                                                                               სვანური ქუდი
სვანი კაცის ჩაცმულობის ერთერთი ყველაზე და დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი ჩვეულებრიც ნაცრისფერია და შავი ხაზები აქვს, ხაზებს ქუდზე ჯვრის ფორმა აქვთ და სვანური მისალმებას გამოხატავენ – „დაე ჯვარი გფარვიდეთ“  



                  სვანის ტანსაცმელი(კაცის)
სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა.
            

                          სვანის ტანსაცმელი(ქალის)
    სვანური სამოსელი ვერცხლის შესაკრავებითგაწყობილი გულისპირით, ტრადიციული თავსაბურავითშავი ნაქსოვი მანდილის ზემოდან მოხვეული თეთერი, გრძელი მანდილი. სვანური კაბა კაბა და ზამთრის მოსასხამი ვერცხლის ჩაფრისტებით, სვანური მანდილით სვანური სამოსი



               სად უნდა იცხოვროთ სვანეთში

სვანეთში ორი ტიპის საცხოვრებელიასასტუმრო სახლები (გესთ ჰაუსი) და სასტუმროები.
სასტუმრო ბევრი არ არის და ის ბევრად ძვირია გესთ ჰაუსებზე. ყველა სასტუმრო სახლი დაახლოებით ერთი ფასია. აქაური ლუქსი ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ნომერში ორ საწოლთან და მინიმალურ ავეჯთან ერთად თავისი საშხაპე და ტუალეტია. კარგ გესთ ჰაუსებში საშუალო ფასი 40-50 ლარია ერთ ადამიანზე. უფრო იაფანი სახლებიცაა – 20-25 ლარად. არასეზონზე კიდევ უფრო იაფადაც იშოვით ოთახს.
სასტუმროთეთნულდის“ გარდა (რომელიც საუკეთესო ადგილზე მდებარეობსაივან-ტერასით და ლამაზი პანორამით, ყველაზე კომფორტულია) ასევე არისსვანეთი“. აქ ფასი 60 დოლარიდან იწყება და საუზმე შედის.
აი რამდენიმე სასტუმრო სახლი, რომლებსაც კარგი ადგილმდებარეობა, კარგი ხედი, ასევე კაფე და ინტერნეტი ქვს:
Guesthouse Mestia 32 ფასი 20 დოლარიდან ორ ადამიანზე. ახალი სასტუროა ცენტრთან. აქვს დიდი ვერანდა და უფასო wifi.
SvanHouse – ნომერი 30 დოლარი ორ ადამიანზე. უფასო wifi, ხედი მთებზე.
Svan-Ski – 20 დოლარიდან. ცენტრშია, კაფესა და მაღაზიების გვერდით. უფასო wifi, პანორამული ხედი მთებზეა.
NinoRatiani’s – 16 დოლარი ორ ადამიანზე ან 11 დოლარი ერთზე. კარგი ადგილმდებარეობა, დამატებით თანხად საუზმეს და ვახშამს შეუკვეთავთ.
ფასებია რა თქმა უნდა მომდევნო საზაფხულო სეზონის არ არის და დიდი ალბათობით გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებარება.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment