RSS

About Georgia

სამეგრელო


გურიიდან სამეგრელოში გადავინაცვლოთ. სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. სამეგრელოში მრავალი ეკლესია და მონასტერია, რაც ადასტურებს იმას, რომ დადიანები  მართმადიდებლურ  ტაძრებს იცავდნენ. ქ. ზუგდიდი სამეგრელოს უმთავრესი და უძველესი ქალაქია.ქალაქის ცენტრში შემორჩა  დადიანების  სასახლე, რომელიც XVII აშენებული. აქვე დგას  XIX სასახლე და ამავე საუკუნეში  აშენებული კარის ეკლესია. დადიანების ისტორიულ რეიდენციაში მუშაობს მუზეუმი, რომელიც თავისი ექსპონატებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მუზეუმადაა მიჩნეული. ექსპონატებს შორისაა ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და წმ.მარიამის კვართი.

  კოლხეთის ეროვნული პარკი ანაკლია-ჭურიის მონაკვეთზე მდებარეობს. იგი გამოირჩევა გადაშენების პირას მყოფი და იშვიათი მცენარეებით, თევზებით, გადამფრენი ფრინველებით. პარკი მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია.

  ხობის მონასტერი მდებარეობს  ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში, ხობის ცენტრიდან 4 კმ-ზე. მონასტერი აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. იგი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. მონასტრის კომპლექსში  შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

 შურუბუმუ ბუნების ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია. მღვიმე სათავეს იღებს მიგარიის მასივში. არის ათასწლოვანი ბზის ტყით შემოსაზღვრული, ულამაზესი კანიონი. იგი მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

 მარტვილის კანიონი მარტვილის მახლობლად, სოფ. ინჩხურში მდებარეობს. აქ დამთვარიელებელს შეუძლია ნახოს დადიანების ბილიკი, მთის მდინარის  ულამაზესი ხეობა, კირქვის ბუნებრივი ხიდები, გადასახედი პლატფორმები, ჩანჩქერები ისტორიული წისქვილი, განამარხებული ნიჟარები და ზღვის ზღარბები.
ინფორმაცია მოპოვებულია Wikipedia-დანასევე ნუგზარ თედიაშვილის წიგნიდან  ექსკურსიით საქართველოს გარშემო“


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment