RSS

About Georgia

გურია


  გურია საართველოს ყველაზე პატარა  კუთხეა, რომელიც მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ოზურგეთი. ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი. მისი გაშენება შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის სახელს უკავშირდება. მას მოეწონა გურიის პირობები და მამია V გურიელის დახმარებით გააშენა ეს ბაღი. მცენერეების განლაგებაში იკითხებოდა სახელი მამია. საბჭოთა პერიოდში  გაშენებული ჭადრების განლაგება  ქმნიდა ასო მ-ს. ის ოზურგეთელების თავშეყრის ადგილად ითვლება და იმართება მრავალი ღონისძიება.

  შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი  შუა საუკუნეებშია აგებული. იგი მდებარეობს სოფელ შემოქმეში, მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8კმ_ის დაშორებით.

  მუსიკალური პარკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს მიმდებარედ მდებარეობს. მას ამშვენებს ქართული და მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავთა ქანდაკებები. პარკი მუსიკალურადაა გაფორმებული და დამთვარიელებელს შეუძლია მოუსმინოს მუსიკალურ კომპოზიციებს.
  

პარკი საქართველო მინიატურებში ოზურგეთის მენიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში მდებარეობს. პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლის მინიატურა. კომპლექსში შედის მინიატურები, პარკი, ინფრასტუქტურა და ვიზიტორთა ცენტრი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები.


აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოზურგეთს მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭში. ის აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. ლეგენდის თანახმად, სოფელ აჭს დევი შეჩვევია  და სოფლის მოსახლეობის წმინდა გიორგისთვის მიუმართავს დასახმარებლად. მან დევი მოკლა და ხალხმა მადლიერების ნიშნად მას ტაძარი აუგო. აჭის ეკლესია დარბაზული ტიპისაა და კარგად გათლილი ქვის სწორი კვადრებითაა ნაგები.
ინფორმაცია მოპოვებულია Wikipedia-დანასევე ნუგზარ თედიაშვილის წიგნიდან  ექსკურსიით საქართველოს გარშემო“


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment