RSS

About Georgia

კახეთი



კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ისტორიული მხარეა კავკასოონის მთავარი ქადის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა და უღელტეხილებით ვაკეებით,ციხეებით,ძეგლებით.იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს.
                 
  
1)ახმეტის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობა:
ალავერდი- ალავერდის სამონასტრო კომპლექსი და იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი,ალაზნის ველზე მდებარეობს. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დაარსა იოსებ ალავერდელმა,        ერთ-ერთმა ასურელმა მამამ. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
                             
ამ ტაძრის ეზოში მრავალი წელია ალავერდობის დიდი დღესასწაული იმართება,რომელზეც სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსული ადამიანები იკრიბებიან.
2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები:
მანავის ციხე - მანავის ციხე საგარეჯოშია, სოფელ მანავის ახლოს,მაღალ მთაზე. XVIII  საუკუნის მეორე მეოთხედში მანავის ციხე დანგრეულა. მიუხედავად მაღალი მდებარეობისა, ციხე მიუდგომელი არაა.
                


ნინოწმინდა- ნინოწმინდა გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსია საგარეჯოს რაიონში - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.
                            


დავითგარეჯი-  დავითგარეჯი  ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
       
                 
3)ქალაქ თელავის ღირსშესანიშნაობები:
,,ბატონის ციხე“-  ქალაქ თელავის ღირსშესანიშნაობაა. ,,ბატონის ციხეს“ უკავია პლატო ბატონის წყალსა და კაკლის ხევაბს შორის. ,, ბატონის ციხის“ ძველი კომპლექსი მოიცავს ციხის ზღუდეს, სასახლეს, კარის ორ ეკლესისას, აბანოს და გვირაბს.ციხის ზღუდე ქვითკირით აგებული 5 მეტრის სიმაღლის ქონგურებიანი კედელია. ის თავდაცვის ნაგებობაა.


იყალთო - იყალთოს მონასტერი თელავის ჩრდილოეთით მდებარეობს. დაარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა,VI საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი ეკლესია და სხვადასხვა ნაგებობა. ეკლესიათაგან მთავარია VII-IX  საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია. სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI  საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყოვლაწმიდის  ერთ ნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთნება.
                    



ძველი და ახალი შუამთა -  ძველი შუამთა ქართული მართმადიდებლური მონასტერია თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტყეში თელავიდან 7კმ-ში. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.         ლევან II-ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დაარსა შუამთის ახლი მონასტერი, ხახულის ღვთისმშობლის სახელობის.
                                  



4) ყვარელის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობა:
ნეკრესი - ნეკრესის ეკლესია კახეთის ისტორიულ ქალაქ ნეკრესში მდებარეობს, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე დაარსა მეფე ფარნაჯომმა. IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი- აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო.
        
                 
გრემი - ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
       
                       
5)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობა:
ლაგოდეხის ნაკრძალი -—სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. უჭირავს 19749 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა,დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას.
    
                   
6)გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობა:
გურჯაანის ყოვლაწმინდა-VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე.გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა.
        
                               
7)სიღნაღის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობა:
ბოდბე-  ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. ის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრია. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზე.
         
         
8)დედოფლისწყაროს ღირსშესანიშნაობა:
ხორნაბუჯი- ციხე დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, აქ იყო ქალაქი და ციხე, რომელიც ვახტანგ გორგასალმა ააგო. ხორნაბუჯის ციხე თავდაცვითი ნაგებობა იყო. XVII საუკუნის დასაწყისში ხორნაბუჯის ციხე სპარსელებმა დაიკავეს და მხოლოდ 1625 წელს მოხდა მისი გათავისუფლება გიორგი სააკაძის მიერ.
                          


კახეთის ეთნოგრაფია
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული მხარეა, ამიტომაც არ არის გასაკვირი მისი მდიდარი ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა. კახეთში ყველაზე დდიდი ეთნოგრაფიული მასალა მეღვინეობასთან ერის დაკავშირებული. მარტო ღვინის მრავალგვარი ჭურჭელი და სხვადასხვაგვარად აგებული უძველესი მარნები რად ღირს.
    
                              
კახური კოკა- სითხის საწყაო, ჯერ კიდევ X საუკუნიდან შემორჩენილი. მისი ტევადებო სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო.
  
                       
კახეთის მხარისათვის დამახასიათებელი საღვინე ჭურჭელია ასევე ჩარექა,ხელადა.
                                     





ქვევრი კახეთში ყველაზე გავრცელებული ღვინის ჭურჭეილი.ეს კვერცხისებრი ფორმის, იშვიათად ბრტყელი  ძირის მქონე თიხის ჭურჭელია,ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით.გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად.
                                
            

კახეთის ეთნოგრაფია
დიპლიპიტო კახეთში გავრცელებული საკრავია.იგი შედგება ტოლი სიმაღლის და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული.
                                    
                                



ფანდური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავია, რომლის გავრცელების ტრადიციული არეა აღმოსავლეთ საქართველო მთა და ბარი. კახეთში ფანდურის კორპუსს ხშირად აჩუქურთმებენ... კახეთში ფანდურზე ძველთაგანვე უმღეროდნენ ,,იავ ნანას“, ,,ბატონებიან“ ავადმყოფს.
            
                       
ქართლ-კახური ჩოხა ხევსურულ ჩოხაზე გრძელი იყო, მუხლებს ჩამოცილებული, მკერდზე ამოჭრილი სამკუთხა ფორმით, ახალუხის გამოსაჩენად. მას ძირითადად უსარტყლოდ, სახელოებს კი ხშირად ზემოთ აკეცილს ატარებდნენ.
                
               

კახური კულინარია
მწვადი- წალამზე შემწვარი ღორის, ხბოს, ან ბატკნის ხორცი; დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი.ხორცს სპეციალურ ჩხირებზე - შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ჯიხებს იყენებენ.
                 



ჩურჩხელა - რა თქმა უნდა კახეთი წარმოუდგენელია ჩურჩხელის გარეშე. ჩურჩხელა ყურძნის წვენისგან დამზადებული დესერტია.

            



კახური პური - ცნობილია კახური შოთის და ე.წ. დედას პურები. შოთის პური ნავისებური ფორმისაა და თონეში ცხვება. თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.


              

ხაშლამა და ჩიხირთმა - ხაშლამა ახლად დაკლული საქონლის მოხარშული ხორცია, რომელიც ძალიან პოპულარულია კახეთში. პოპულალურია ჩიხირთმაც. ქათმის ბულიონის, ცხიმში მოშუშული ხახვის გარდა, კვერცხის გულით, ფქვილით, სანელებლებითა და ძმრით შეზავებული წვენი ემატება.წვნიანს ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო გემო და ნაღების მსგავსი კონსისტენცია აქვს.
        

      ინფორმაცია მოპოვებულია ლელა ზურაბიანის ჟურნალიდან  „ჩვენი სამშობლო-კახეთი“


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment