RSS

About Georgia

მცხეთა-მთიანეთი


მცხეთა არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე.მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.ქალაქში კულტურისა და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.მცხეთაში ასევე არის სვეტიცხოველი,რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით,გარე და შიდა ფასადით.სვეტიცხოველში განისვენებს საქართველოს მრავალი მეფე. აქ დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

სვეტიცხოვლის მონახულების შემდეგ, აუცილებელია სამთავროს მონასტრის ნახვა.იგი XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია, რoმელიც მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე მდებარეობს.მას მოიხსენიებდნენ როგორც ,,ზემო ეკლესია,,

სამთვროს მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ჯვრის მონასტერი.იგი მცხეთის აღმოსავლეთით,კლდოვანი მთის წვერზეა მოთავსებული .სახელწოდება ჯვარი იმ ჯვრისგან წარმოდგება რომელიც აქ აღიმართა IV საუკუნეში დასავლეთით,ქართლის მთაზე აღმართული არმაზის კერპის დასათრგუნავად.

შიომღვიმე მდებარეობს თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს.

ანანურის ციხე არის გვიანფეოდალური ხანის ციხესიმაგრე, სოფელ ანანურთან.მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების  ძეგლები. აქ მოხვედრა შესაძლებელია საავტომობილო გზის საშუალებით.

მცხეთა-მთიანეთში ყოფნისას აუცილებელია გერგეტის სამების მონახულება. იგი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო.გერგეტის სამება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლადაა მიჩნეული.  მასთან მისვლა შესაძლებელია  საავტომობილო გზის საშუალებით.

უდიდესი შეცდომა იქნება მცხეთა-მთიანეთში ყოფნისას მისი ისტორიული პროვინციების არმონახულება.მთიულეთი, ფშავი, ხევსურეთი და ხევი ამ რეგიონის უდიდესი ღირსებაა. თითოეული პროვინციის  სოფლები, განსაკუთრებით ხევსურეთის, არქიტექტურის შედევრებს წარმოადგენენ. კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, ერთლროულად, საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც.

მცხეთაში მრავალი  სასტუმროა, რომელთა უმეტესობა  მცხეთის ცენტრში მდებარეობს. მათ შორისაა სასტუმრო ვიზიტორი.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment