RSS

About Georgia

ქვემო ქართლი



ქვემო ქართლი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით.იგი საქართველოს სხვა მხარეებისგან გამოირჩევა არქიტექტურული ძეგლებით. ქვემო ქართლი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. როგორც კი სოფელ ქვემო ბოლნისს გავცდებით, მარცხნივ გამოჩნდება მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი,  წუღრუღაშენის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენდა ლაშას მეფობის დროს.

 ქ. ბოლნისიდან 8 კილომეტრში მდებარეობს ბოლნისის სიონი, რომელსაც დაბალი გალავანი აქვს შემოვლებული. XVII  საუკუნეში აქ აშენდა სამრეკლო.  მნიშვნელოვანი წარწერა  მდებარეობს  აღმოსავლეთის  და სამხრეთის ფასადებზე. ეს წარწერები ათრიღებს ბოლნისის სიონის მშენებლობას-478-493წწ. ეს ის ეპოქაა, როდესაც ქრისტიანობას დიდი ყურადღება მიექცა ვახტანგ გორგასლის მიერ.

 
   ქ. ბოლნისიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი. ტანძიაში დაიბადა უდუდესი მეიგავე და მწერალი.

  მუზეუმის ეზოდან მოჩანს ფიტარეთის ტაძარი, რომელიც აშენებულია 1212-1222 წწ-ში. მუზეუმის ეზოდან ფიტარეთამდე მისვლა ფეხითაა შესაძლებელი.  

 
ფიტარეთის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე შემოგვხვდბა ხულუტის ციხე, რომლის მონახულება დიდ დროს არ წაიღებს.
 


  ბოლოს კი არ შეიძლება რომ არ ითქვას, ქვემო ქართლში ცხოვრობენ მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ადამიანები. ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საოჯახო სასტუმროები აქვთ გახსნილნი. ერთ-ერთი ასეთი საოჯახო სასტუმროა ჯეფრი +




  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment