RSS

About Georgia

რაჭა-ლეჩხუმი


რაჭა-ლეჩხუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში.
 ზემო რაჭა იწყება ონის რაიონით. ონამდე ჯეჯორას ღრმა ხეობას მივყვებით. ჯეჯორას მარჯვნიდან, სოფ. ქვედთან შეერთვის მდ.ქვედრულა. აქედან 10კმ_ში 1896 წელს ჩამონაშალმა მასამ გადაკეტა მდინარე და შეიქმნა ტბა. ქვედის ტბა ულამაზესი შემოგარენით ხასიათდება, რომელიც წიწვიანი ტყით არის დაფარული.

ონიდან მდ.რიონის ხეობას ამბროლაურისკენ მივყვებით. მდ. რიონის გაყოლებით, მარჯვნივ სოფელი სორია. სოფლის ეკლესიაში საინტერესო ფრესკებია შემორჩენილი.კიდევ მარჯვნივ სოფელი წესია- რაჭის ერისთავთა რეზიდენცია.

 მარჯვნივ , კლდოვან ბორცვზე მინდა ციხეა წამომართული - რაჭის  საერისმთავროს უმთავრესი ციხე..

  მარცხნივ ბარაკონის ტაძარი დგას - გვიანი პერიოდის მნიშვნელოვანი ძეგლი და ერისმთავართა კარის ეკლესია. იგი აშენდა XVII საუკუნეში, ავთანდილ შულავრელის მიერ.

   ბარაკონიდან, ხუთიოდე კმ-ს გავლის შემდეგ ამბროლაურში შევდივართ.აქ მდებარეობს სოფელი ხვანჭკარა, სადაც მოყვანილი ყურძნისგან მზადდება საქვეყნოდ ცნობილი ღვინო- ხვანჭკარა.
  ამბროლაურიდან 16 კმ-ს მოშორებით მდებარეობს ნიკორწნიმდა. ეს ქართული არქიტექტურის შედევრი  ყველაზე ჩუქურთმიანი ტაძარია საქართველოში.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment