იმერეთი - დასავლეთ საქართველოს მხარე,
მოიცავს იმერეთის ტერიოტორიას მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქ.ქუთაისი. მოიცავს ქუთაისს,
ხონს, ჭიათურას, საჩხერეს, ბაღდათს, ზედტაფონს, ვანს, სამტრედიას, ტყიბულს, წყალტუბოს,
ხარაგაულსა და თერჯოლას.
იმერეთს ბევრი ღირსშესანიშნაობა აქვს
და რთულია მათგან საუკეთესოს ამორჩევა, მაგრამ ღირსშესანიშნაობებს შორის არის ადგილები
რომლებიც ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოს.
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძერი
აგებულია 1003 წელს ბაგრატ lll-ის (975-1014) მეფობის დროს, უქიმერიონის გორაზე, ქუთაისში. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. მის შიგნით დასავლეთის მხარს შეუყვებოდა პატრონიკე-გალერეა,
სადაც დღესასწაულებისა და წირვა-ლოცვის დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. მას
Xl საუკუნის l ნახევარში დასავლეთიდან
და სამხრეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი შესულია მსოფლიოს მემკვიდრეობის
ნუსხაში. იგი აგებულია წყალწითელის ხეობაში, ქ.ქუთაისიდან 11 კილომეტრში. დაარსებულია
1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, დავით აღმაშენებლის
საფლავია, ლეგენდის მიხედვით მეფემ თავად ისურვა რომ ამ ადგილას დაესაფლავებინათ. მაგრამ
არა მარტო დავით აღმაშენებელი, გელათის მონასტერში დასაფლავებულია სრულიად საქართველოს
თითქმის ყველა მეფე: დემეტრე l,
გიორგი lll, და
სხვა. ეს მონასტერი თავისი განუმეორებელი აფსიდებითა და სტოებით გულგრილს არავის დატოვებს!
აკაკი წერეთლის სახლს-მუზეუმი
ცნობილი
ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სხვიტორში, სახლი მუზეუმად
დაფუნძდა 1939 წელს, მუზეუმში დაცულია მწერლის პირადი ნივთები (ტანსაცმელი, აქსესუარები). უბილეთოდ დაიშვებიან 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად
დაუცველი მოზარდები, lCOM-ის
წევრები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყბის მუზეუმის თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები
.
მოწამეთას მონასტერი
მოწამეთა ტყიბულის მუნიციპალიტეტში,
ქუთაისიდან 6 კმ-ს დაშორებით, სოფელ მოწამეთას მახლობლად მდებარეობს. მოსასტერი აგებულია
წმინდა ძმების დავით და კნსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფათ. ეს საუკეთესო ადგილია
მონაზვნებისა და ბერებისთვის განმარტოებისთვის. მონასტერი აგებულია კლდიან-ტყიან ადგილას.
ეკლესია გარედან შემკულია შუა საუკუნეების არქიტექტურული ელემენტებით.
სასტუმრო ბაგრატი
კაცხის სვეტი
კლდე მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტ
სოფელ კაცხში. მდინარეების ღვითორისას და კაცხურისას წყალგამყოფზე. სვეტის სიმაღლე
40 მეტრია. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როცა ადგილობრივი
ბერების ლოცვა-კურთხევით მამაკაცებს უფლება აქვთ სვეტზე ავიდნენ. 2007 წელს სვეტზე
აღმოაჩინეს კირქვისმცირე ქვათლილი რომელიც Xlll საუკუნით თარიღდება.
ვანის ნაქალაქარი
მღვიმის მონასტერი
მონასტერი
ჭიათურის რაიონ სოფელ მღვიმევის მახლობლად, ყვირილის ხეობაში. გვირაბი ხელოვნურადაა
გაყვანილი და მაგრდება საყრდენი თაღებით. მისი ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით.
ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია რომელიც მთლიანად არის მოხატული. მისი
კარნიზის ჩუქურთმები და ერთმანეთზე გადაბმული რომბები მართლაც უკვდავ შთაბეჭდილებას
დაგიტოვებთ.
სათაფლიის მღვიმე
სათაფლიის მღვიმე-დაარსდა1935 წელს.
სათაფლია მოიცავს ოთხ მუნიციპალიტეტს: ხონს, ტყიბულს, თერჯოლასა და წყალტუბოს. მღვიმე
მდიდარია ფლორისტული და ფაუნისტური სახეობებით. მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა.
მისი აბსოლიტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. მღვიმე განსაკუთრებით
პოპულარული გახდა დინოზავრის ნაკვალევის მეშვეობით.
ყუმისთავის მღვიმე
ყუმისთავის
მღვიმე (ღლიანის
მღვიმე, პრომეთეს
მღვიმე)
— მდებარეობს
ქ.ქუთაისიდან 40 კილომეტრში. მღვიმეში არის სტალაქტიტები, ორგანოგენული ნაფენები
და გუანოს სქელი ფენა. ასევე, გვირაბის
ბოლოს არის სიფონი, რომლის ტემპერატურა 15°C აღწევს ხოლო სიღრმე რ მეტრს. ასევე,
გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც მღვიმურ ნაკადებს უკავშირდება. გვირაბში
ვხვდება ღამურების კოლონია. მღვიმე ტურისტებისთვისაა მოწყობილი, მღვიმეში გვხვდება
საფეხმავლო ბილიკები, ლაზერ-შოუ, ხელოვნური განათება, ხელოვნური განათება,
სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.
მარიამ
ბურძენიძე
ინფოტმაცია მოპოვებულია Wikipedia-დან.
ფოტოები ამოღებულია სხვადასხვა საიტიდან. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის შესახებ
მოძიებულია ასევე, http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=4&th_id=131-დან. საქართველოს მუზეუმებიდან.
0 comments:
Post a Comment